,,წყალსაცავში ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია”- ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი

,,წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა” – განაცხადა ,,ენგურჰესის” ტექნიკური დირექტორმა გია ხუბუამ.

მისივე შეფასებით, მიზეზი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა.

,,წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ – წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კვტ.სთ-ს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში. აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს” – აცხადებს ხუბუა.

მსგავსი თემები