,,სლავა რასიი”-ო, მომაძახა… კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი – ალეკო ელისაშვილი

,,არ დავმალავ: ამასწინ უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში მოვდიოდი, დავიძახე “სლავა უკრაინი” და “სლავა რასიი”-ო, ერთმა მომაძახა და მოხვდა მერე ყურის ძირში,”- ამის შესახებ  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმის, რომ საზღვარი გახსნილიყო და რუსები შემოსულიყვნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოვიდნენ.

,,დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მაქვს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულებები და კანონები არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი”, — აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები