სოფელ კარდენახში მაღაზიის აფეთქება სცადეს

სოფელ კარდენახში მაღაზია “მაგნიტის” აფეთქება სცადეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, აქედან მხოლოდ ერთი ამოქმედდა.

ადგილობრივების განცხადებით,  2-დან 3 საათამდე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, დილით კი მაღაზიის კარის მინა ჩამსხვრეული დახვდათ.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები