,,ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი” – ევროკავშირის ელჩი

,,12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

დიპლომატის შეფასებით, ახლა ჯერი საქართველოზეა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მზადაა გახდეს კანდიდატი.

„მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოში ვიზიტისას ევროკომისარმა ვარჰეიმ ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია – ევროკომისიის 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) საქართველოსთვის და ევროპის საინვესტიციო გეგმა.

12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან. ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელია თანამშრომლობა ყველა მხარეს შორის. ევროპის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში გამართული დისკუსიებისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა პროექტებზე ურთიერთდაკავშირებისა და ენერგეტიკის სფეროებში. უნდა დავაჩქაროთ მათი განხორციელება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება კონკრეტული შედეგები. შედეგები, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს” – განაცხადა ელჩმა.

 

მსგავსი თემები