მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მათივე ცნობით, რუსეთი ვარაუდობს, რომ მისი შეშფოთება, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გამარტივებასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში სრულად იქნება გათვალისწინებული.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა.

მსგავსი თემები