სამგზავრო ბორანზე ხანძარია

ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მახლობლად სამგზავრო ბორანს, რომელსაც 271 ადამიანი გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარზე ინფორმაციას ABC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მიმდინარეობს ბორანზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია.

„ათობით მაშველი, საზღვაო მეზღვაური და ადგილობრივი მეთევზეები ცდილობდნენ ბორანზე მყოფი ადამიანების დახმარებას” – წერს გამოცემა.

ინფორმაციისთვის, ინდონეზიაში, სადაც 17000-ზე მეტი კუნძულია, ბორნები ხშირად გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის.

მსგავსი თემები