დეპუტატ ნონა მამულაშვილს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელ  ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა  89-ხმით, 4-ის წინააღმდეგ მიიღეს.

როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია და მას არ სურდა ამ პარლამენტის წევრი ყოფილიყო.

როგორც მამულაშვილი აცხადებს, დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, ხოლო გუნდი, რომლის წევრიც თავად  არის, დაცლილია პოლიტიკისგან.

მამულაშვილის ნაცვლად, მის სავარძელს მისი თანამონაცვლე დაიკავებს.

მსგავსი თემები