“მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს” – იტალიის პრემიერი

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებლობას სრულად რუსეთს აკისრებს. როგორც ჯორჯია მელონი აცხადებს, შემთხვევა საქმის არსს არ ცვლის ის, თუ რა მიზეზით მოხდა რაკეტის ჩამოგდება.

„რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით. ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ სასაზღვრო ტერიტორიის დაბომბვისას შესაძლოა, დარტყმა განხორციელდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, აშკარად რისკია, რაც რუსებმაც კარგად იციან. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც სამოქალაქო ობიექტების დანაშაულებრივი დაბომბვის შეჩერებას ცდილობდა“, – აცხადებს პრემიერი.

 

მსგავსი თემები