,,დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია”- ოლაფ შოლცი

,,პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია,”– ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა და  შემდეგ კი, შედეგების საჯაროდ  გამოცხადება.

„ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, აქ ნატო-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა.

 

მსგავსი თემები