,,თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს..პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს.

„თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

 

მსგავსი თემები