,,მიხეილ სააკაშვილი 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა”- ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 83 კილოგრამს იწონის, რაც მისთვის კატასტროფაა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი „ვივამედში“ დღეს შეიკრიბება.

„მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ, დღეს უნდა გაიმართოს კონსილიუმი. დილით უთხრეს, რომ დღეს შედგება. რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც რესპუბლიკურ კლინიკაში ჩაუტარდა, რამდენიმე წუთში გადმოგვეცემა და ამერიკელ ექსპერტთან გადავაგზავნით. ჯერ კვლევა არ გვინახავს. 83 კილოა, რაც მისთვის კატასტროფაა. ვთხოვე, რომ ყოველდღე მოხდეს წონის გასინჯვა“, – განაცხად ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები