,,პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს. ევროკავშირი აგრძელებს სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში,” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერში“ წერს.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით,  სასურსათო დახმარება 210 მილიონი ევროთი გაიზრდება.

„ეს განსაკუთრებული „დიდი ოცეულია“. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ რუსეთის ომის გლობალური შედეგები სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების კუთხით და ამავდროულად გავაგრძელოთ გლობალური დღის წესრიგი. ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც ევროპა მზად არის. ყველა სხვა გლობალურმა ძალამ ასევე უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები