,,მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო” – ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

,,ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო, ჩემთვის ეს მოტივაციაა,”- ამის შესახებ გათავისუფლებულ ხერსონში ჩასულმა უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: ,,თქვენ საომარი მოქმედებების ზონაში ჩამოხვედით. ახლოს მდინარე დნეპრია, რომლის მეორე ნაპირზე რუსები არიან. შეგეძლოთ პრეზიდენტის ოფისიდან მიმართვა გაგევრცელებინათ, თუმცა თქვენ ჩამოხვედით.  რატომ იყო აქ ჩამოსვლა მნიშვნელოვანი?

,,გულწრფელად გეტყვით, რომ აქ ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯარისკაცები, ჟურნალისტები, მოქალაქეები რისკავენ საომარი მოქმედებების ზონაში ყოფნით. აუცილებელია აქ ვიყოთ, ვილაპარაკოთ, ხერსონში მცხოვრებ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ დანაპირებსაც ვასრულებთ. ვიბრუნებთ ტერიტორიებსა და უკრაინის დროშებს თავის ადგილზე ვაბრუნებთ. როგორც პოლიტიკოსს მინდა ამ ადამიანების ემოცია და ენერგია შევიგრძნო. ჩემთვის ეს მოტივაციაა,”- განაცხადა  ზელენსკი ჟურნალისტის პასუხად.

მსგავსი თემები