სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაშავებულ ქართველებზე საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, როგორც უწყებაში აცხადებენ, საკონსულოსთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს.

„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. საუბარია ტერაქტზე.

ტერორისტული აქტი თურქეთში, არიან დაღუპულები

მსგავსი თემები