თურქეთში, სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება „თვითმკვლელმა ქალმა“ აამოქმედა. არიან დაღუპულები.
აფეთქება ისტიკლალის გამზირზე მოხდა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 36-ია. სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე დაფიქსირდა. აფეთქება სწორედ ხალხმრავალ ადგილზე განხორციელდა.