რუსეთი ,,დიდ ოცეულს“ მოუწოდებს ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე

რუსეთმა „დიდ ოცეულს“ მოუწოდა შეწყვიტოს საუბარი „წარმოსახვით საფრთხეებზე“ და ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, „დიდმა ოცეულმა“ საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება რეალურ და არა წარმოსახვით საფრთხეებზე მოახდინოს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „დიდი ოცეული“ მოწოდებულია გაუმკლავდეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. მისი დღის წესრიგის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რაზეც ბევრი ქვეყანა საუბრობს, არ არის განხორციელებადი. ეს იქნება პირდაპირი შეჭრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატში და ძირს გამოუთხრის ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს „დიდ ოცეულში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება.

მსგავსი თემები