ბელარუსის საავადმყოფოები რუსი სამხედროებით გადაიტვირთა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებია განლაგებულია, სოციალური დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება.

უწყების ცნობით, რუსი სამხედროები მასობრივად ავადდებიან კარვების ქალაქებში ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო,  რის გამოც საავადმყოფოები გადატვირთულია და მოსახლეობაც უკმაყოფილოა.

,,ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის რეგიონში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემომავალი ქვედანაყოფები განლაგებულია, სოციალური დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია რუსი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მასიურად ავადდებიან კარვების ქალაქებში მოთავსების არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო. ექიმები იძულებულნი არიან უარი თქვან ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეებზე, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გენშტაბის ინფორმაციით,  მტრის სამხედრო მოსამსახურეების მობილიზებულთა კატეგორია უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ყიდულობს საკვებს, სამოქალაქო ტანსაცმელს და დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს.

მსგავსი თემები