26 წლის კაცმა 74 წლის ქალის გაუპატიურება სცადა – დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში  26 წლის კაცმა 74 წლის ქალის გაუპატიურება სცადა. სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები ორი კვირა ეძებდნენ.

აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლომ დღეს იმსჯელა.  მოსამართლემ დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები