,,რუსებმა იციან, რომ მარცხდებიან…პუტინი მძიმე ვითარებაშია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი უკრაინის მიერ დასახელებულ პირობებს დააკმაყოფილებენ.

მისივე თქმით, რუსებს მოლაპარკებების გზით სურთ, რომ ტექნიკური შესვენება აიღონ.

,,რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა მხარემ თავისი პირობები დაასახელა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. გაიყვანეთ ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ მოლაპარკებები, რადგან ამის მიზეზი გვექნება, უნდა გადაიხადოთ კომპენსაცია. რუსებმა იციან, რომ მარცხდებიან. მოლაპარკებების გზით სურთ, რომ ტექნიკური შესვენება აიღონ ან რომელიმე რეგიონი გამოგვტყუონ. დიახ, ჩვენ ჩვენი ულტიმატუმი გვაქვს და ამ ულტიმატუმს უკრაინის შეარაღებული ძალები ჰქვია. ჩვენი პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ომს სამართლიანი დასასრული ჰქონდეს. უკრაინა ომში იმარჯვებს. არსებული პრობლემების დიპლომატიური რეგულირება, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება რაც რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს. სხვა შემთხვევაში ეს კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს – ეს არ მოხდება. რუსეთი დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობა ხედავს, რომ კრემლში კლანთა შორის დაპირისპირება დაიწყო. ელიტა პოზიციებისთვის იბრძვის. ხალხი ამას ხედავს და შეკითხვები უჩნდებათ, პუტინი მძიმე ვითარებაშია”, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები