,,რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი”- დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ახლა რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასც უკრაინელები არ მისცემენ.

„ეს იქნება შესაძლებელი, როდესაც ელექტორალური ციკლი დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, ანუ 2023 წლის მეორე ნახევარში. მაშინ უკვე დაიწყებს სტარტს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და 2024 წელს არჩევნები ექნება პუტინსაც. და ყველას პოლიტიკურად რაიმეს დემონსტრირება დასჭირდება. მე არ მგონია, რომ პუტინს სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეუძლია, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, ზელენსკიმ მოსკოვთან მოლაპარაკების პირობები უკვე დაასახელა და ისინი უცვლელია.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ზარალის ანაზღაურება, სამხედრო დამნაშავეების დასჯა, ქმედითი გარანტიები, რომ მომხდარი არ განმეორდება”, – აღნიშნავსს არახამია.

მსგავსი თემები