საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს გლობალური გეოპარკის კონცეფციას, მართვისა და ბიზნესმოდელს გაეცნო.

საქართველოს დელეგაციამ სლოვენიის ტერიტორიაზე მდებარე გაუქმებული მინერალების მაღარო (podzemlje pace) დაათვალიერეს, რომელიც ამჟამად გეოლოგიურ მუზეუმს წარმოადგენს და ტრანსსასაზღვრო გეოპარკ კარავანკეკის (ავსტრია და სლოვენია) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

საქართველოს დელეგაციის, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებიც არიან, ვიზიტი ავსტრიასა და სლოვენიაში დღეს დასრულდა. პროექტი კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი თემები