უკრაინული ჯარი ხერსონში შევიდა – გამარჯვების ზეიმი უკრაინაში

უკრაინელები ოკუპირებულ ხერსონში დაბრუნებას ზეიმობენ. ხერსონი რუსმა სამხედროებმა დატოვეს. წავიდნენ, თუმცა, ადგილზე დატოვეს როგორც  შეიარაღების დიდი ნაწილი, ისე დაჭრილი რუსი ჯარისკაცებიც. საერთაშორისო მედია კადრებს ავრცელებს, როგორ დასრულდა ხერსონის ოკუპაცია და როგორ დაიბრუნეს ის უკრაინელებმა.

უკრაინელებს რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრება რვა თვის განმავლობაში მოუწიათ. მოსახლეობას არანაირი კომუნიკაცია არ გააჩნია, თუმცა, მაინც ზეიმობენ და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას აღნიშნავენ.

ადგილზე უკრაინის ჰიმნი ისმის. “სლავა უკრაინი” (დიდება უკრაინას) კი ერთიანი შეძახილია.

მსგავსი თემები