„არ შეხვიდეთ, ავარიულია და სახიფათოა“ – გაფრთხილება      

2 სართულიანი შენობა ინგრევა – ადგილობრივები შველას ითხოვენ. „ქუჩა 2 კვირაა ასეა გადათხრილი. ბზარები უცებ გაჩნდა. 2 კვირაა, დადიან, ყველა აქ არის დილიდან  ვისაც ეხება, მოდიან, განიხილავენ, მსჯელობენ. 2 კვირაა ამ რეჟიმში ვართ. გასამაგრებელია“ – აცხადებენ ადგილობრივები.

2 სართულიან სახლში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ერთი მხარე ადრე გაამაგრეს, ბზარები ამჯერად მეორე მხარეს გაჩნდა. 6 ოჯახი, ვინც ბზარების მხარეს ცხოვრობს, სასტუმროში გადაიყვანეს. პრობლება, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს უკავშირდება. ტერიტორია გადათხრილია.

ესეც ერწოს ქუჩაა, გურამიშვილის გამზირი. ელემენტარული სიხშირის ნალექიც კი საკმარისია რომ ქუჩა მთლიანად იტბორება და არა თუ ფეხით, მანქანით გადაადგილებაც შეუძლებელია.

ადგილობრივები პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა, პირად საუბარში. არც გადაღება უნდათ, არც ჩაწერა. საჯაროდ აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად. პირად საუბარში კი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ.

ფაქტი სახეზეა – შენობას ბზარები გაუჩნდა და იქ ცხოვრება საშიშია. ამას შენობაზე გამოკრული თაბახის ფურცელიც ადასტურებს, სადაც ვკითხულობთ: „არ შეხვიდეთ, ავარიულია და სახიფათოა“.

აღნიშნულ პრობლემაზე “მედიაცენტრი მთავარი” ადრეც წერდა, თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება.

SOS – ტბა გურამიშვილის გამზირზე, ჩამონგრეული შენობა და გზის ჩავარდნის საფრთზე  

ინგრევა, გადაადგილება საშიშია, თუმცა, 1 წელია ყურადღებას არავინ აქცევს

მსგავსი თემები