ქარელის მუნიციპალიტეტში, ოკუპანტებმა ინსტალაციები დაამონტაჟეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების მონიშვნა და ოკუპაცია გრძელდება. ამჯერად, უკანონო ინსტალაციები

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ აღმართეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდზე”,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები