საბერძნეთში 40 საფლავი გაძარცვეს – წაღებულია მიცვალებულების ძვლები

უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და საფლავები გაძარცვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, გაძარცვულია 40 საფლავი და წაღებულია მიცვალებულების ძვლები.

მედიის ცნობით,  პოლიცია, რომელიც ცდილობს ამ შემზარავი საქმის გახსნას, ორ სცენარს განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, ძარცვის მიღმა ”სატანისტები” დგანან, რომლებიც  ეშმაკის თაყვანისცემის რიტუალებს აწყობენ.

მეორე ვერსიით კი, საფლავები ოქროს და  ძვირფასი ნივთების ”მაძიებელმა” მესაფლავეებმა გაძარცვეს.

მსგავსი თემები