უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ – მედია

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სხვადასხვა უკრაინული ტელეგრამ არხებით ვრცელდება.

გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშები აღმართეს.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

ცნობისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი  შოიგუმ ხერსონიდან გასვლის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა.

მსგავსი თემები