,,შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ ამ დროს ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ”- მდინარაძე ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ებრძვიან ფულის, გავლენისთვის და ოცნებობენ იმავეზე, რაც თავის დროზე აკეთეს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ”შიგნით ერთმანეთს ჭამენ”.

„ისინი ერთმანეთს ებრძვიან ფულისა და გავლენისთვის პარტიის შიგნით. რეალურად, მათ ერთი ოცნება აქვთ, იბრძვიან გავლენებისთვის, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე – ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ მომავალზე და არა საქართველოს მომავალზე. ამიტომ, ჯერ შიგნით ჭამენ ერთმანეთს, რომ შემდეგ ქვეყანა შეჭამონ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეკონომიურად ძლიერი, ხალხმა შვება იგრძნოს, ქვეყანა განვითარდეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყოს. ეს ორი ოცნება ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ, არიან სხვანაირად – შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ ამ დროს ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბეწვის ხიდზე დავდივართ საქმის კეთებისას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები