,,მოწინააღმდეგე მხარემ დესტრუქციის ნიშნად დატოვა ყრილობა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე”- ლევან ჩხეიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,ყრილობაზე, რომელიც საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ზაფხულში გამართა, მოხდა განხეთქილება და დესტრუქციის ნიშნად დატოვა მოწინააღმდეგე მხარემ ყრილობა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე,”- ამის შესახებ ადვოკატმა  ლევან ჩხეიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში აქვს მიღებული ალტერნატიული ფედერაციის ათი დამფუძნებლის წინააღმდეგ სარჩელი, რომლითაც კარატეს ეროვნული ფედერაცია ითხოვს აღნიშნული შეთანხმების ბათილად და კანონსაწინააღმდეგოდ ცნობას.

„შეიქმნა ალტერნატიული, ე.წ. კარატეს ეროვნული ფედერაცია. კანონი სპორტის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს, რომ სპორტის ყველა ინდივიდუალურ სახეობაში ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ სპორტის სახეობის განვითარებაზე და იქნება ერთადერთი ხელმძღვანელი მოცემულ დარგში. მიუხედავად ამისა, კანონის დარღვევით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა აღნიშნული ფედერაცია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. აქამდე თუ ათწლეულების განმავლობაში არსებობდა მხოლოდ ერთი ფედერაცია და ის წარმოადგენდა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან და კარატეს საერთაშორისო ფედერაციასთან ურთიერთობაში, ახლა გაჩნდა ალტერნატიული ფედერაცია, რომელსაც იგივე პრეტენზია აქვს, რაც ჩვენ.

ყრილობაზე, რომელიც საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ზაფხულში გამართა, მოხდა განხეთქილება და დესტრუქციის ნიშნად დატოვა მოწინააღმდეგე მხარემ ყრილობა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შემდეგ ყრილობის შედეგები აისახა ოქმში, წარედგინა საჯარო რეესტრს, რომელმაც ტექნიკური ხარვეზი დაადგინა. ამის გამო ხელახლა შეიკრიბა ყრილობა და შეთანხმებული დარბაზი დახურული დაგვხვდა, რის შემდეგაც ყრილობა გადადის მეორე დარბაზში და მისი მფლობელი უარს გვეუბნება ყრილობის ჩატარებაზე.

ჩვენ აღვძარით სარჩელი და თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში აქვს მიღებული ათივე დამფუძნებლის წინააღმდეგ ჩვენი სარჩელი, რომლითაც ჩვენ ვითხოვთ აღნიშნული მათი შეთანხმების ბათილად ცნობას. მაშინ, როდესაც ერთი ეროვნული ფედერაცია არსებობდა, საჯარო რეესტრს არ უნდა გაეტარებინა რეგისტრაციაში აღნიშნული ორგანიზაცია. თუ სამართლებრივი დავა გაგრძელდა და არ დამთავრდა მორიგებით, იმ 10 პირის მიმართ, რომელთაც დამოუკიდებლად დააარსეს ალტერნატიული ფედერაცია, იქნება გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები და ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ე.წ. ახალი ფედერაციის დაფუძნებაში, შეუწყდება საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის წევრობა და ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ეროვნული ნაკრების ეგიდით გამართულ ვერცერთ ჩემპიონატში“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სკეფ-ის წევრების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებიც აპირებდნენ რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობის მიღებას, კანოდარღვევით დაარეგისტრირეს ახალი კარატეს ორგანიზაცია სახელად – საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია.

განხეთქილება კარატეს ფედერაციაში და ორი ალტერნტიული ფედერაცია

მსგავსი თემები