ლეონარდო დიკაბრიო გარემოს დაცვის მიზნით კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ბანაობს

მსახიობი ლეონარდო დიკაბრიო გარემოს დაცვის მიზნით კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ბანაობს. მისი თქმით, ამ გზით ნაკლები წყალი იხარჯება, რაც მისი მხრიდან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა.

ამასთან, აღნიშნული მოტივით მსახიობი უარ ამბობს ჰიგიენური საშუალება  დეოდორანტის გამოყენებაზე, რომელიც ალუმინს შეიცავს.

ასევე, ოსკაროსანი მსახიობი  გადამუშავების მიზნით დღეების განმავლობაში ნაგავსაც აგროვებს.

ცნობისთვის, მსახიობი გარემოს აქტიური დამცველია. ის  ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომლებიც კლიმატისა და გარემოს დაცვის საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევენ და პრობლემების მოსაგვარებლად არც საკუთარ გავლენასა და ფინანსებს იშურებენ.

 

მსგავსი თემები