,,რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს – არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. მისი თქმით,   გარკვეული ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან, არ სურთ, სათავეში იყოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია.

„ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც საუბრობენ, თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში, არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები. მათ არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია, ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყნის განვითარებაზე. ზრუნავს, რომ იყოს მშვიდობა და შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები