რუსეთმა ომში დაახლოებით 78 690 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 78 690 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 78 690; ​ტანკი – 2 804; ჯავშანტექნიკა – ​5 682; საარტილერიო სისტემა – 1 805; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 260; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 499; საკრუიზო რაკეტები – 399; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 242; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 159.

მსგავსი თემები