,,პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ”- ლევან ხაბეიშვილი

,,არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიესალმება ინიციატივას რომელიც განახლებას, მეტ ღიაობას, თავმჯდომრის არჩევას უკავშირდება.

,,ამ პარტიას სჭირდება გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია. ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ენმ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გაძლიერების მიზნით. არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშილმა.

მსგავსი თემები