ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონში არსებული დასახლებების 4  სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა. ბრძანებულება სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

მის მიხედვით: სახელმწიფოს მეთაურმა გადაწყვიტა შექმნას:

  • ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია;
  • ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
  • ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
  • ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხერსონის რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციას სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირება დაევალა.

შეგახსენებთ, რომ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა რუსული არმიის დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან და ქალაქ ხერსონიდან გაყვანის ბრძანება გასცა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

მსგავსი თემები