მეფე ჩარლზ მესამეს კვერცხები ესროლეს

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ინგლისის ქალაქ იორკში, მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას კვერცხები ესროლა.

მონარქი და მისი მეუღლე შეკრებილ ხალხს ესალმებოდნენ, რა დროსაც მათი მიმართულებით სამი კვერცხი ისროლეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, დაპატიმრების დროს მამაკაცი ყვიროდა, რომ „ეს ქვეყანა მონების სისხლზე აშენდა“.

როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, არცერთი ნასროლი კვერცხი მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას არ მოხვედრიათ.

მსგავსი თემები