ხარკოვში ნაღმის აფეთქებას ორი მუშა ემსხვერპლა

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში ნაღმის აფეთქების შედეგად ორი მუშა დაიღუპა. ისინი გზის საფარის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც ნაღმი აფეთქდა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით,  ოკუპანტებს “დანაღმული აქვთ აბსოლუტურად ყველაფერი”.

,,სამწუხაროდ, დღის განმავლობაში დაიღუპა 21 და 51 წლის საგზაო სამსახურის ორი თანამშრომელი. დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი 55 და 34 წლის ასაკის. ჩუჰუივის რაიონში მუშაობისას სპეცტექნიკამ ნაღმი გააქტიურა”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

 

 

მსგავსი თემები