უკრაინის ხელისუფლება სამინისტროების 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება სამინისტროების 20-დან 14-მდე შემცირებას გეგმავს. მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ზელენსკი პრემიერ დენის შმიგალს უკვე შეხვდა.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამთავრობო სამსახური გაერთიანდება ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის განვითარების სამინისტროში.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფუნქცია დაემატება კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს და დაერქმევა ევროინტეგრაციის, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო.

ეკონომიკის სამინისტრო, სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო (ნაწილობრივ) და აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო გაერთიანდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.

ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო, უკრაინის საჯარო სამსახურის ეროვნული სააგენტო (საჯარო სამსახური) და სტრატეგიული მრეწველობის სამინისტრო (ნაწილობრივ) გაერთიანდება ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში.

უცვლელი სახით დარჩება ენერგეტიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შსს, თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო.

ამასთან, სამინისტროების ცენტრალურ უწყებებში – 9200-დან 2800-მდე შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა. იგეგმება სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოებსა და სხვა სამთავრობო სამსახურებში თანაშრომლების შემცირებაც.

მსგავსი თემები