კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს.

სამინისტროს განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენცია  და ეპიდსიტუაცია სტაბილურია, ამის გათვალისწინებით კი, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

არსებული ინფორმაციით, კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს და  დაინტერესებულ მხარეებს  საჯარო წესით გაუზიარებს.

მსგავსი თემები