„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განუკითხაობა, ერთმანეთს დაერივნენ”- კახა კალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განუკითხაობა, ერთმანეთს დაერივნენ, არ ვიცი, რას ვერ იყოფენ,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ თემებია და არ სურს დეტალებში შევიდეს.

„ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობა. არ ვიცი, რას ვერ იყოფენ, თუმცა ეს მათი პარტიის შიდა თემებია და არ მინდა, დეტალებში შევიდე, რადგან თემაც არ ვიცი და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რას გააკეთებს, მელიას გააგდებს, არ გააგდებს, დატოვებს თანამდებობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები