ნაკლებად სავარაუდოა, ყირიმის ხიდმა სრულად ფუნქციონირება 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.

„ყირიმის ხიდზე თავდასხმამ გამოიწვია ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსული ლოჯისტიკური მიწოდების შეფერხება, რამაც შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო ტექნიკა და ჯარები რეგიონში სარკინიგზო ან საავტომობილო გზით“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვა.

ცნობისთვის, ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი, ანექსირებულ ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდი 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთი აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს.

მსგავსი თემები