,,არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“- იაგო ხვიჩია

,,მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ”ბოლო პერიოდი „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს შეცდომებზე უშვებდა, ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა”.

,,მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა ადამიანები მოვლენ და იქ ყველაფერი რიგზე იქნება, ამიტომ მე არ მექნებოდა დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს პოლიტიკური დისკუსიებისთვის და ახალი პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ახლა ძალიან ტოქსიკურია ეს ურთიერთობა მთლიანად ოპოზიციის შიგნითაც და ხელისუფლებასთანაც. ახლა ნიკა მელია წავა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი იქნება მის ადგილას, მე ვერ ვხედავ, რომ ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ სპექტრს. ბუნებრივია, დიდ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვნახოთ, იქიდან რა გამოვა,”- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

,,ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები”- ირაკლი ნადირაძე – (mcm.ge)

მსგავსი თემები