რუსეთმა დაახლოებით 77 950 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციითმ, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 77 950 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 77 950; ​ტანკი – 2 801; ჯავშანტექნიკა – ​5 666; საარტილერიო სისტემა – 1 802; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 260; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 483; საკრუიზო რაკეტები – 399;  საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 227; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 159.

მსგავსი თემები