ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოცხადდა

  საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ,,პროკურატურის მიერ ბრალდების წარდგენის შემდგომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია “მელაძის” მფლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 7000  ლარის ოდენობით შეუფარდა. მასვე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება და პროკურორის ან გამომძიებლის … ვრცლად ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის” დამფუძნებელზე ძებნა გამოცხადდა