,,ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ადამიანი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი”- რატი ბრეგაძე

,,ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ასევე, ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კრიტიკულ შესწორებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის და ფაქტების მოყვანა.

ნებისმიერ ადამიანს გამოხატვის თავისუფლება აქვს. ბევრი რაიმე შეიძლება თქვას, როგორც ევროპაში ასევე, საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესაბამისი მტკიცებულებები ესაჭიროება, უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებლობაზე“,-განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები