,,ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მოხდეს ახალი პარტიებს შექმნა”- ლევან ბეჟაშვილი

,,IRI-ის გამოკითხულთა 72% უარყოფითად აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ეს ოპოზიციური პარტიებისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მოხდეს ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ის კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა.

,,მოსახლეობას აქვს მთავარი მოთხოვნა, შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. 72% უარყოფითად აფასებს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს არის ახალი გამოწვევა ოპოზიციური პარტიებისათვის, იმისათვის, რომ მოხდეს ახალი პარტიების შექმნა, ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა. ეს კიდევ უფრო წაადგება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას.

მორიგი არჩევნები ორი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს. პოლიტიკური ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრში არ ხდება, ბუნებრივია, ეს გარკვეულ ნიჰილიზმს იწვევს. გასაგებია, „ქართულ ოცნებას“ შეუმცირდა რეიტინგი, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შეუმცირდა რამდენიმე პროცენტით, თუმცა პოლიტიკური პროცესების გააქტიურების ფონზე საზოგადოება თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან მოსახლეობის 72% წინააღმდეგია არსებული ვითარების, მოითხოვენ ცვლილებებს. აქ არის სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს ახალი გაერთიანებების, ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა და ერთიანი სტრატეგიის ქვეშ მოხდეს „ოცნების“ წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

მსგავსი თემები