გამოკითხულთა 72% არსებულ პარტიებს არ ენდობა და ახალი პოლიტიკური სუბიექტების ხილვა სურს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევით,  მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია, პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტიები ფიგურირებდნენ.

კითხვაზე, გსურთ თუ არა, იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თუ კმაყოფილი ხართ არსებული არჩევანით, შედეგი შემდეგნაირად გადანაწილდა:

გამოკითხულთა 72%-ს ახალი პარტიების ხილვა სურს;

22%-ს ამჟამინდელი არჩევანი აკმაყოფილებს;

კითხვაზე პასუხი არ აქვს შვიდ პროცენტს.

მსგავსი თემები