თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები, თებერვლის დასაწყისიდან ითხოვდნენ ნებართვას, რათა ბოსფორის სრუტე გაევლოთ.

,,თებერვლის დასაწყისიდან რუსეთის ფლოტის გემები თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას ელოდებოდნენ შავ ზღვაში შესვლისთვის, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა,”- წერს შავი ზღვის სტრატეგიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო.

რუსული სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი „ადმირალი ტრიბუცი“ 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.

მსგავსი თემები