,,მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ”- ზარქუა ტყის ბადეებით გადახურვაზე

,,მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ, ამისთვის არის გაკეთებული ის ბადეებიც,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა და 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა.

ზარქუას თქმით, კრიტიკა დენდროლოგიური პარკის გარშემოც ისმოდა.

„ამ შემთხვევაში ეს არის მიზანი, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა გადავარჩინოთ, ამისთვის არის გაკეთებული ის ბადეებიც. მოგწონთ ის, რაც გაკეთდა გურიაში? ალბათ ისეირნეთ კიდეც. წადით, გაისეირნეთ, უნდა ნახოთ, რადგან ეს ქვეყანას დარჩა. ზუსტად ასე იყო, როცა გურიაში ინვესტიცია ჩადო, ამბობდით, შემოღობა და თავისთვის უნდაო”, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები