რატომ ჩავიდა გერმანიის კანცლერი ჩინეთში?!

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი განმარტებას აკეთებს ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნისნავს, რომ ეს უკრაინის თემას უკავშირდებოდა. მისი შეფასებით, კატეგორიულად მიუღებელია, ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღი იქნას გამოყენებული.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, სწორედ ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას.

„ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია“, – აღნიშნა შოლცმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკრაინის თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ საქართველოში ჩინეთის ელჩმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი მშვიდობის მხარდამჭერია და არა პირიქით.

„ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

მსგავსი თემები