„ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

  „დღეს ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას, ძალისმიერ პოლიტიკას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში“ – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში უკრაინის თემაზე საუბრისას. მისი თქმით, ჩინეთი მსოფლიოს, მშიდობისთვის საკუთარ სიბრძნეს უზიარებს. „პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აპრილში გამართულ აზიის პოაოს ყოველწლიურ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წამოაყენა, რითაც გარკვევით უპასუხა ისეთ ეპოქალურ საკითხებს, თუ „რა სახის უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს და როგორ მიაღწევენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოებას“. ამ ინიციატივით ჩინეთმა მსოფლიოში მშვიდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი სიბრძნე და ხედვა აჩვენა. ქვეყნებს შორის … ვრცლად „ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“