რა ალტერნატივა არსებობს, თუ რუსეთმა საქართველოს ფქვილი და ხორბალი არ მიაწოდა?!

„ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ახლომდებარე მეზობელია და ლოჯისტიკურად იაფია. გვინდა თუ არა, ასეა“ – განაცხადა მედიაცენტრ მთავართან „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ხორბლის და ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, ეკონომიკასა და ფასებზე რუსეთ-უკრაინის ომი მთავარი ფაქტორია და გამორიცხული არ არის ვითარება შეიცვალოს.

„ხორბალიც და ფქვილიც მოდის რუსეთიდან. თუ მოხდა ისე, რომ რუსეთმა შეწყვიტა მოწოდება ფქვილის თუ ხორბლის, გვაქვს გარკვეული დრო, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე. რა თქვა უნდა, ეს იქნება უფრო ძვირი, მაგრამ რეალურად ბაზარი დაარეგულირებს რა ფასით შემოვა სხვა ქვეყნებიდან მარცვლეული. ცხადია, ეს იქნება კიდევ უფრო ძვირი ფასი. დღეს, როცა რუსეთში საკმაოდ დიდი მოსავალია, მათი ინტერესიცაა, რომ ხორბალი და ფქვილი გაყიდონ. შესაბამისად, ბაზარზე მკვეთრ ცვლილებებს არ ველოდებით.  ვსაუბრობ 2 თვის ჭრილში, გრძელვადიან პერიოდზე საუბარი შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია რა ფასები იქნება მსოფლიო ბაზარზე მომავალი წლიდან. ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს, იგივე რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ეკონომიკაზე აისახება“ – აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები